ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93+0.04%

როგორ მიმდინარეობს ძაღლების ვაქცინაცია თბილისში

2 ივნისი, 2023

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის თბილისში ძაღლებში ცოფის ვირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის. დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს უსახლკარო ცხოველების ვაქცინაცია. ამისთვის სააგენტოს თანამშრომლები დადიან ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ასევე სააგენტოს თავშესაფარში ყოველდღიურად შემოდის ათობით ცხოველი, რომლებსაც ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკეთებენ.

საქართველოს რეგიონებში ბოლო დროს ძაღლებში გახშირდა ცოფის ვირუსის შემთხვევები. ავადმყოფი ცხოველები გამოვლინდა ამბროლაურში, მარტვილსა და ქუთაისში, ხოლო იმერეთის ხონის რაიონში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის გამო კარანტინი იქნა შემოღებული. ამის მიზეზი არის არავაქცინირებული ცხოველები და ნადირობისას მათი მარტივი დაინფიცირება. ძაღლების მფლობელებს ურჩევენ თავიანთი შინაური ცხოველების წელიწადში ერთზე მეტჯერ ვაქცინირებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.