საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაღალმთიან სვანეთში, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტების კონკურსში გამარჯვებულად კომპანია “გრინ სტუდიო” გამოაცხადა. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და პარკინგის მოწყობას.
2010 წელს აშენებული აეროპორტისთვის დამატებითი ტერმინალის აღჭურვის იდეა საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას და რეგიონის ზოგად მიმზიდველობას უკავშირდება.
ამ დროისთვის მესტიის აეროპორტის მიმართულებით ფრენები ნატახტარისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ამინდის პროგნოზის მიხედვით სრულდება.
კომენტარის დატოვება