თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები მოხვდა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Skytrax-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების პრესტიჟულ სიაში. აღმოსავლეთი ევროპის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში თბილისმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ქუთაისმა – მეშვიდე, ბათუმმა – მერვე. ბათუმის აეროპორტი ამ სიაში უკვე მესამედ ხვდება მაშინ, როდესაც თბილისი – მეთერთმეტედ.
გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პირველად შევიდა საუკეთესო აეროპორტების ათეულში 5 მილიონამდე მგზავრთა ნაკადით და მეცხრე ადგილი დაიკავა. ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა სამხრეთ აფრიკაში მდებარე დურბანის აეროპორტი.
კომენტარის დატოვება