საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ქარის ელექტროსადგურების, ასევე იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთი მზის ელექტროსადგურის აშენების გეგმებზე ისაუბრა. პროექტის ჯამური სამშენებლო ღირებულება 160 მილიონი დოლარია.
იმერეთში 103,5 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 362 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავებს. შიდა ქართლში ახალი ობიექტის გამომუშავება 148 მლნ კვტ/სთ იქნება.
მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 7,8 მეგავატია, ხოლო შესაძლო გამომუშავება 10,295 მლნ კვტ/სთ.
კომენტარის დატოვება