საქართველო აგრძელებს რაგბის სამყაროში დომინირებას, მან ევროპის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ და ისტორიის განმავლობაში, საერთო ჯამში, 16-ჯერ მოიპოვა. პარიზში გამართულ ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიელ მეტოქეს შეხვდა და ანგარიშით 36:10 მოიგო. ამჟამად მსოფლიო რეიტინგში საქართველო საპატიო მე-13 ადგილს იკავებს.
ტურნირის შედეგებით განისაზღვრა შემდეგი ადგილები: პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა, მეორე ადგილზეა პორტუგალიის გუნდი, მესამე ადგილი ესპანეთს ერგო, შემდეგ მოდის რუმინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ბელგია და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ ტურნირში არ მონაწილეობს ექვსი ერის თასში მონაწილე ნეკრებები, რომელშიც შედის ინგლისი, ირლანდია, იტალია, უელსი, საფრანგეთი და შოტლანდია.
კომენტარის დატოვება