სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ააშენებენ 250 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ხუთ ახალ ჰიდროელექტროსადგურსა და სამ ქარის სადგურს. პროექტების ინიციატორი არის საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ინვესტიციების მოცულობა 400 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. მთავრობა ინვესტორ კომპანიებთან საჭირო ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პირველ აუქციონში გამარჯვებული 27 კომპანია უკვე აშენებს 15 ჰიდროელექტროსადგურს, ორ ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურს. მათი ამუშავების შემდეგ ისინი ყოველწლიურად 1,1407 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, რაც 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით მეტია.
კომენტარის დატოვება