ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93–0.10%

საქართველოში ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

22 მაისი, 2023

25-დან 27 მაისამდე საგურამოს კოსმოსური ტექნოლოგიების ცენტრში ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4GB გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ პოპულარული ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები. ფესტივალის პროგრამაში ასევე შედის ინდი- და როკ-ჯგუფების გამოსვლები. 4GB ფესტივალი იმართება 2011 წლიდან და ეძღვნება დიჯეი გიო ბაქანიძის ხსოვნას.

ღონისძიებაზე გამოვლენ ადგილობრივი არტისტები, მათ შორის, Yanamaste, Cobert, Dima Dadiani, Bero, Ani Kvirkvelia, Zurkin, Ndrx, Gio Shengelia, Ninasupsa, Kancheli, Greenbeam & Leon, Tade, Jorjick და მრავალი სხვა. უცხოელი შემსრულებლებიდან მოწვეულები არიან Michael Mayer, Jonathan Kaspar, Zoe Mc Pherson, Merve (გერმანია), Mano Le Tough, Djrum, Neil Landstrumm (დიდი ბრიტანეთი), Prins Thomas (ნორვეგია), Mishulino (ნიდერლანდები), Electric Indigo (ავსტრია), Bad Habitz (აშშ), Komma (სამხრეთი კორეა) და სხვა.
ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების გარდა, ფესტივალის პროგრამაში შედის ინდი- და როკ-ჯგუფები Young Georgian Lolitaz, LOUDspeakers, Killages, 4D Monster Lobsters, Dagdagani და პროექტი Tamada.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.