კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ 2022 წელს ავტორიზებული პირების მიერ საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მიღებული შემოსავალი 200 მილიონით გაიზარდა და 1 469 მლრდ ლარი შეადგინა. საანგარიშო წელს მობილური კავშირგაბმულობის აბონენტთა რაოდენობამ 5,84 მლნ შეადგინა, აქედან 1,38 მლნ აბონენტი იურიდიული პირია, ხოლო 4,46 მლნ – ფიზიკური.
2022 წელს კომისიამ შემოიღო ახალი წესები ფიქსირებული და მობილური ქსელების ოპერატორებისთვის, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი მობილური ნომრის დისტანციურად პორტირების შესახებ და მიიღონ ახალი ოპერატორის ბარათი ნებისმიერ მისამართზე.
წინა წლის შედეგების მიხედვით, მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის 42% ეკუთვნოდა “მაგთიკომს”, 33% – “სილქნეტს” და 25% – “ბილაინს” (Cellfie-ს), საშუალო შემოსავალმა ერთ აბონენტზე 11,8 ლარი შეადგინა.
კომენტარის დატოვება