სტატისტიკის ეროვნული სამსახური “საქსტატი” 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის აგვისტომდე პერიოდში წლიური ინფლაციის ზრდის შესახებ იუწყება. 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის დროს წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა. შედარებისთვის, ივლისის პერიოდში ინფლაციამ 0.3% შეადგინა.
მონაცემების თანახმად, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების ზრდამ შეადგინა:
სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე – 10,9%
სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე – 7,2%
განათლებაზე – 6,9%
ალკოჰოლსა და თამბაქოზე – 5,7%
კომუნალური მომსახურებებზე – 5,0%
საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 2,4%
ჯანდაცვასა და ტრანსპორტზე შეიმჩნევა ფასების კლება – 7,3% და 7,9% შესაბამისად.
კომენტარის დატოვება