1-დან 7 ივნისამდე საქართველოში ჩაივლის „ხელოვან ქალთა ციფრული საგამოფენო კვირეული 2023″. 200-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელოვანი წარადგენს თავის ნამუშევრებს ორ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ონლაინ შეხვედრები და მასტერკლასები პროფესიონალ მხატვრებთან ერთად.
გამოფენის მოსანახულებლად საკმარისი იქნება Weekofart-ის საიტზე გადასვლა. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა ნამუშევრების პოპულარიზაციასა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას. ნებისმიერ მსურველს შეეძლება, გაეცნოს ნახატებს და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდეს ავტორს და შეიძინოს რომელიმე მათგანი.
კომენტარის დატოვება