სექტემბერში ქვეყანაში გზებზე მანქანებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფის გამო თითქმის 900 მძღოლი დაჯარიმდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური აპარატის გამოყენებით, შემთხვევითი შემოწმებები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარეს. შედეგად გამოწერილი იქნა 896 ჯარიმა, 709 ფიზიკურ და 187 იურიდიულ პირზე. დარღვევათა რაოდენობით ლიდერობს თბილისი – 418 ფაქტი. შემდეგ მოდის ქუთაისი (202), ბათუმი (162) და რუსთავი (114).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პირველი დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 100 ლარის ოდენობით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორებით დარღვევისთვის – 300 ლარის ოდენობით, ხოლო თუ 15 დღის შემდეგ დარღვევა კვლავ დაფიქსირდა, ჯარიმა 600 ლარი იქნება. იურიდიული პირებისთვის ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 ათასი ლარია. ჯარიმის 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
კომენტარის დატოვება