გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებებზე კონტროლის დაწყების შესახებ. თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის გზებზე ავტომობილებს შერჩევით გააჩერებენ. გამონაბოლქვის შემოწმება ხდება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების თანახმად, ფიზიკური დამრღვევი პირი პირველად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით. 30 დღის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 300 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის – 1500 ლარი. შემდგომი დარღვევები ბოლოდან 15 დღის ვადაში გააორმაგებს ჯარიმის ოდენობას.
კომენტარის დატოვება