10 ივნისამდე კახეთის რეგიონის ქალაქ სიღნაღში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, პირველად იმართება სიღნაღის თეატრალური ფესტივალი. სახელმწიფო და კერძო თეატრების დასი მაყურებელს 13 საკონკურსო სპექტაკლს წარუდგენს. ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.
ფესტივალის ჟიურის წევრები არიან გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე (ვანო) ხუციშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, კულტურის კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა (მარინე) ვასაძე.
სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ჩატარება ყოველ წელს ივნისში ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება.
კომენტარის დატოვება