ივლისში საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თევზის უკანონო დაჭერის 93 ფაქტი გამოავლინა, მათგან 51 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ლიდერი იმერეთია – აქ დაფიქსირდა უკანონო თევზის დაჭერის 21 ფაქტი. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (20), მცხეთა–მთიანეთი (16), კახეთი (8), თბილისი (7), სამეგრელო–ზემო სვანეთი (7), აჭარა (5), გურია (4), შიდა ქართლი (3), სამცხე–ჯავახეთი (1).
თევზის დასაჭერად ყველაზე ხშირად ბრაკონიერები იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორებიცაა ნაქსოვი სათევზაო ბადე (54 ფაქტი), ელექტროდოკის აპარატი (10), შენადუღი ბადე (8). ინსპექტორებმა ამოიღეს 1 270 მეტრზე მეტი სიგრძის ნაქსოვი ბადე და 4 სათევზაო მოწყობილობა.
სულ, ბოლო 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში თევზის უკანონო დაჭერის 384 ფაქტი გამოვლინდა.
კომენტარის დატოვება