დეკემბერში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ამოქმედდება 5G ქსელის ზონები. საწყის ეტაპზე ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იქნება გუდაურსა და ბაკურიანში. მას უზრუნველყოფს მობილური ოპერატორი Celfie Mobile, რომელმაც მოიგო 4,5 მლნ ლარის ოდენობის კომუნიკაციების კომისიის ოთხი აუქციონი და მიიღო 15-წლიანი ლიცენზია საქართველოში 5G-ის დანერგვისთვის.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 5G-ის დანერგვისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიები.
შეგახსენებთ, რომ სამთო-სათხილამურო სეზონი გუდაურში ოფიციალურად 20 დეკემბერს იხსნება.
კომენტარის დატოვება