ტუნისის გრან-პრიზე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის FIE-ს მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პოდიუმის ზედა საფეხურიდან ორი ნაბიჯით შეჩერდა და მხოლოდ ბრინჯაო მოიპოვა. წინა წელს 30 წლის სპორტსმენმა ეს ტურნირი ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.
ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელსაც 2022-2023 წლების შედეგების მიხედვით “საუკეთესო მოფარიკავეს” წოდება მიენიჭა. წინა წლის მარტიდან 30 წლის სპორტსმენი მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს. ამ დროისთვის მისი უპირატესობა ტურნირებზე გამოსვლების ქულებით უახლოეს მეტოქეებთან შედარებით 111 ქულას შეადგენს.
კომენტარის დატოვება