ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა მადრიდში ფარიკაობის მსოფლიო თასის გამარჯვებული. ნახევარფინალში ბაზაძემ დაამარცხა ფრანგი მაქსიმ პიანფეტი ანგარიშით 15:11, ფინალში კი შეხვდა იტალიელ რიკარდო ნუჩიოს, რომელსაც ანგარიშით 15:6 მოუგო.
წინა წელს მადრიდში გამართული მსოფლიო თასის მოგების შემდეგ სანდრო ბაზაძე მტკიცედ შევიდა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესოთა სამეულში და ამჟამად სიაში პირველ ადგილს იკავებს.
კომენტარის დატოვება