წინა კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ 66 ოჯახს ბინების გასაღებები გადასცა, რომლებიც კოოპერატიულ მშენებლობას ჯერ კიდევ წინა საუკუნის 1990-იან წლებში ელოდნენ. პროგრამა 6 წლის წინ დაიწყო და ახლა ოჯახებმა თავისი საცხოვრებლის დაკანონება და ყველა საჭირო საბუთის მიღება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად – შეძლეს.
დედაქალაქში საბინაო პრობლემის მოგვარება იყო მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და ამ წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა, დაახლოებით, 3 ათასი ოჯახის დაკმაყოფილება.
დედაქალაქის მერიაში შეგვახსენეს, რომ მსგავსი კითხვების გაჩენის შემთხვევაში დახმარებისთვის საჭიროა რაიონის ადმინისტრაციაში მიმართვა.
კომენტარის დატოვება