გასულ შაბათ–კვირას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რაიონის სოფელ ლენტეხის სტადიონზე გაიმართა მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი Svanseti Lentekhi 2023. თავისი შემოქმედებით სტუმრები გაახარა ლენტეხისა და ადგილობრივი თემების ანსამბლებმა პოპულარულ ქართველ შემსრულებლებთან და „სუხიშვილები“–ს საქართველოს ნაციონალურ ბალეტთან ერთად.
საკონცერტო პროგრამის მონაწილეებს შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, SALIO, Kordz, ჯგუფი “მწვანე ოთახი”, ანსამბლები „მიჟე ნარი“, „ლაშხეთი“, „ლაგუშედა“ და სხვა. ასევე ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ტრადიციული კულინარიისა და ხელოსნობის ნიმუშების გამოფენა სასურველი ეგზემპლარების შეძენის შესაძლებლობით.
კომენტარის დატოვება