უკვე ამ შემოდგომას თბილისი მე-11-ედ შეკრებს სირბილის მოყვარულებს Tbilisimarathon-ზე. გარბენის ჩატარება დაგეგმილია 1 ოქტომბერს მონაწილის მიერ არჩეულ მანძილზე: 10 კმ, ნახევარმარათონი (21,1 კმ) ან ბავშვთა გარბენი 6-10 წლის და 11-15 წლის მონაწილეებისთვის. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 აგვისტომდე. ზრდასრულებისთვის მონაწილეობის ღირებულებაა იქნება 35 ან 45 ლარი მანძილის მიხედვით.
საქველმოქმედო გარბენი Tbilisimarathon დაიწყება შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან (პირველი სკოლა) და მორბენალების მიერ წრის გაკეთების შემდეგ მანდვე დასრულდება.
კომენტარის დატოვება