თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი წარადგინა. მისი ოდენობა 130 მლნ-თი გაიზრდება და 1 მლრდ 763 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის 500 მილიონი ლარის ოდენობის სპეციალური კაპიტალური ტრანსფერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თბილისის 2024 წლის ბიუჯეტს ქალაქის საკრებულო დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.
ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი (31%) – 547 მილიონ 486 ათასი ლარი – მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოციალურ პროექტებზე, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში, 507,6 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
კომენტარის დატოვება