მუნიციპალიტეტში განაცხადეს თბილისის მერიის მიერ ახალი პროექტის “მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში” განხორციელების გეგმების შესახებ, რომელიც მიმართულია დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ასევე ის იძლევა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას.
პროექტი ითვალისწინებს “ჭკვიანი” სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას. მისი განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების, სატრანსპორტო ნაკადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შუქნიშნების მართვის საკითხი. პროექტი გააფართოვებს საავტომობილო ტრანსპორტის ქსელს, რაც მისცემს უწყვეტი და ინტეგრირებული ავტობუსის ზოლების სისტემის შექმნისა და ფეხით მოსიარულებისთვისა და ველოსიპედისტებისთვის მეტი უსაფრთხო სივრცის გამოყოფის საშუალებას.
კომენტარის დატოვება