მომავალი წლის 4 თებერვალს გამოცხადდებიან პრესტიჟული საერთაშორისო მუსიკალური პრემია Grammy-ს გამარჯვებულები. ამჯერად ნომინანტებს შორის მოხვდა თბილისის სიმფონიური ორკესტრიც, რომელიც იბრძვის კატეგორიისთვის “საუკეთესო ლათინურ-ჯაზ ალბომი” ჩანაწერისთვის “My Heart Speaks”.
ჩანაწერის ფართო აღიარებისთვის თბილისის სიმფონიური ორკესტრი თანამშრომლობდა ბრაზილიელ კომპოზიტორსა და პიანისტთან ივან ლინსთან. არტისტი არის მუსიკალური პრემია Grammy-ს მრავალგზისი ლაურეატი.
კომენტარის დატოვება