საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” კვლევის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში ახალი საცხოვრებლის წლიური ფასების ინდექსი 12.8%-ით გაიზარდა, მესამე კვარტალთან შედარებით ფასები 2.9%-ით გაიზარდა. ამასთანავე, 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით მეოთხე კვარტალში ფასების ინდექსი 39.8%-ით გაიზარდა.
ქალაქის ახალ შენობებში შავი კარკასის საშუალო ფასი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 2022 წელთან შედარებით 2 595-დან 2 868 ლარამდე გაიზარდა, თეთრის – 2 882-დან 3 250 ლარამდე, ხოლო მწვანესი – 3 199-დან 3 667 ლარამდე.
კომენტარის დატოვება