18-დან 20 მაისამდე თბილისის მწერალთა სახლში მეორედ გაიმართება მუზეუმების საერთაშორისო კვირეული. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ტური მწერალთა სახლში, ლექცია “დავით სარაჯიშვილი – დაუმთავრებელი ამბავი”, საგანმანათლებლო ვორქშოფი მოზარდებისთვის “მე არ ვწერ ლექსებს” და სხვა მოვლენები, მათ შორის, “ღამე მუზეუმში” 18 მაისს.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს დააწესა.
სამი დღის განმავლობაში ყველა მსურველს შეეძლება, უფასოდ ეწვიოს დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებს, ასევე სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
კომენტარის დატოვება