დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ თბილისში გაჩნდება ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა. დიდ ლილოში მდებარე პოლიგონზე იგეგმება მასალების განმეორებითი გადამამუშავებელი ქარხნისა და მექანიკური და ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, შემდგომში კი მიღებული მასალების რეალიზება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს არსებულ ნაგავსაყრელზე სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს.
ამჟამად სოფელ დიდ ლილოსთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ერთადერთია დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი მოდის.
კომენტარის დატოვება