13 ივნისამდე დედაქალაქში, დავით სარაჯიშვილის გამზირის 12-ში მდებარე Bagrationi Hall-ში, საავტორო თოჯინების გამოფენაა გახსნილი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორმოცზე მეტი ადგილობრივი ოსტატის ნამუშევარი. გამოფენაზე დასწრება შეუძლია ყველას სრულიად უფასოდ.
გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საავტორო თოჯინები ხელოვნების ნიმუშებია, ისინი ხშირად ინახება მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ღონისძიებაზე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება და სამი გამარჯვებულის გამოვლენა ნომინაციებში “საუკეთესო იდეა”, “საუკეთესო ტანსაცმელი” და “თოჯინა, როგორც ხელოვნების ობიექტი”.
კომენტარის დატოვება