აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის გამო დედაქალაქში მასშტაბურ საქველმოქმედო კონცერტს ამზადებენ. უკვე 1 აპრილს თბილისის რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოვა ცნობილი პიანისტი Kordz, ქალთა კამერული გუნდი გორიდან და სხვა მუსიკოსები.
კონცერტის სხვა მონაწილებს შორის არიან მევიოლინეები ელენე გოგოძე, სესილია სანებლიძე, მილენა ჯალალბეკოვა და ვიოლონჩელისტი იაკო კვალიაშვილი.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ხასხასა და თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.
კომენტარის დატოვება