საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის გასული თვის საუკეთესო კალათბურთელადაა აღიარებული. 2023 წლის ოქტომბერში შენგელიამ “ვირტუსის” შემადგენლობაში ევროლიგის ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო. მისი საშუალო შედეგია 18,4 ქულა, 4,8 მოხსნა და 4 მიწოდება.
ქართველმა კაპიტანმა კარიერაში მეორედ მოახერხა ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულის მოპოვება. ასე, 2018 წლის მარტში შენგელია პირველად გახდა ევროლიგის MVP, როდესაც ესპანეთის “ბასკონიის” ღირსებას იცავდა. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს კი ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ იქნა აღიარებული.
კომენტარის დატოვება