ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ გასულ კვირას მნიშვნელობით მეორე დივიზიონში – ძიურიოში – კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 35 წლის სპორტსმენი, რომელიც ტოჩინოშინის სახელით გამოდიოდა, წლის დასაწყისში მიღებული ტრავმისგან სრულად ვერ გამოჯანმრთელდა და ტოკიოში გამართულ ზაფხულის ტურნირზე 5-ვე ბრძოლა წააგო.
გორგაძე პროფესიული სუმოს მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში 2008 წლიდან გამოდიოდა. 2018 წელს ტოჩინოშინმა მოიგო იმპერატორის თასი და გახდა ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ოძეკის ტიტული მოიპოვა.
კომენტარის დატოვება