წინა კვირას კახეთში, სოფელ წინანდალში, თავადების ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში გაიხსნა საქართველოში კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 2023. 10 სექტემბრამდე მაყურებლებისთვის გამოვლენ ზლატომირ ფუნგი, ჟულიენ კვენტინი, ლიზა ბატიაშვილი, მაიკლ ბარენბოიმი, ამიხაი გროსი, გოტიე კაპუსონი, მაო ფუჯიტა, მანფრედ ხონეკი, ვახტანგ კახიძე, ნინო კასრაძე, ლიზა ბატიაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.
ფესტივალის ფარგლებში ტარდება როგორც სოლო გამოსვლები, ასევე საორკესტრო და კამერული მუსიკის კონცერტები.
ფესტივალის გენერალური დირექტორი ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძეა. პირველად Tsinandali Festival 2019 წლის სექტემბერში გაიმართა.
კომენტარის დატოვება