ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.92–0.14%

ტურიზმიდან შემოსავალმა ახალი რეკორდი დაამყარა

10 თებერვალი, 2024

2023 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან $4 125,3 მლნ შეადგინა, რაც 17,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 26,2%-ით მეტი – პანდემიამდე2019 წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს საქართველოს უცხოელი ვიზიტორი 7,1 მლნ-ჯერ ეწვია, მათგან 6,2 მილიონი 15 წელზე უფროსი ასაკის პირების ვიზიტი იყო. სულ, 2023 წელს საქართველოს 5,1 მილიონი უცხოელი ეწვია.

2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მლნ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა $3,3 მლრდ შეადგინა. 2022 წელს ქვეყანას 5,4 მლნ უცხოელი ეწვია, ხოლო ტურისტებისგან შემოსავალმა $3,5 მლრდ-ზე მეტი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.