USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.89 | +0.04% |
ბევრიჩვენითანამემამულეფიქრობსდასავლეთისმდიდარქვეყნებშიემიგრაციაზე. მაგრამისინი, ვინცწავიდნენ, აღიარებენ, რომრეალობამარგაამართლამათიმოლოდინები.
10 წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრაციაში მოსახლეობის 23% წავიდა. მხოლოდ წინა წელს სამშობლო 125 ათასზე მეტმა თანამემამულემ დატოვა, რაც წინა წელთან შედარებით 25,3%-ით მეტია. ათიათასობით ქართველი მოეწყო აშშ-ში, გერმანიასა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში. მაგრამ ოცნებები დასავლეთის ქვეყნებში მაძღარი და ბედნიერი ცხოვრების შესახებ ბევრისთვის რეალობას შეეჯახა.
სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება საქართველოს ყოფილი მაცხოვრებლების ისტორიები მათი იმედგაცრუების შესახებ სხვა ქვეყნებში გადასვლის შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოელების ცრურწმენებია.
მაგალითად, აი, რას წერს თავის Facebook-ში ქართველი ემიგრანტი, რომელიც საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. „რას იტყვით იმაზე, რომ გერმანიაში თვლიან, რომ ქვეყანაში დანაშაულებების უმეტეს ნაწილს ქართველები სჩადიან? არა გერმანელები, არა სირიელები ან ავღანელები, რომელთა უმეტესობა აქ მიგრანტებადაა, არამედ სწორედ ქართველები. ჩვენ გვექცევიან, როგორც ველურებსა და დამნაშავეებს“, – აღშფოთებულია პოსტის ავტორი.
მკვიდრი ბრიტანელები არ იქცევიან უკეთესად. Facebook-ზე საზოგადოება RusLondon-ის მონაწილე დისკრიმინაციის წინაშე პირდაპირ სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა. საუბარისას მან შემთხვევით თქვა სიტყვა ქართულად, რამაც მომენტალურად გააბრაზა მისი უფროსი. გაოგნებულ ქალს მოუწია მოსმენა, რომ ის „არ უნდა აიძულებდეს ბრიტანელებს, უსმინონ მისი ქვეყნის მახინჯ ენას“.
სქრინშოთის თარგმანი: არ მინდა, ახლობლებს მოვუყვე, მაგრამ ძალიან მწყინს, ამიტომ არ შემიძლია, არ გავაზიარო, თუნდაც ასე ინტერნეტში. უბრალოდ არ ვიცი, როგორ ვიარო ჩემს სამსახურში და ვუყურო ამ ადამიანების სახეებს, რომლებსაც კეთილ კოლეგებად ვთვლიდი. მე მშვენივრად ვიცი ინგლისური, ცოტა ხანი თბილისში რეპეტიტორადაც კი ვმუშაობდი. მაგრამ ხომ ყველას მოსდის, როდესაც სიტყვა დაგავიწყდება, და საუბრისას საკუთარ ენაზე წამოგცდება? მე ასე იშვიათად მემართება, მაგრამ დღეს კოლეგებთან ხუმრობისას შემთხვევით წამომცდა. ჩემს უფროსს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი, სახე შეეცვალა და დაიწყო ყვირილი, რომ უკვე ყელში აქვს ამოსული, რომ ჩემს ენაზე mumbling – ეს, დაახლოებით, „ბუტბუტს“ ნიშნავს, და რომ ჩემს სამშობლოში წავიდე და ასე იქ ვილაპარაკო. რომ მე ღარიბი ქვეყნიდან ჩამოვედი და არ უნდა ვაიძულებდე ბრიტანელებს, უსმინონ ჩემი ქვეყნის მახინჯი ენა. ის ბევრს ყვიროდა, ყველაფერს ვერ გავიმეორებ, მაგრამ შოკში ვიყავი. კოლეგებიდან კი არავინ გამომექომაგა, არა და მეგობრულები ჩანდნენ… როდესაც სახლში მივდიოდი – ვტიროდი, და ჩემმა მეზობელმა (ის შავკანიანია) მკითხა, თუ რა მოხდა. მან მირჩია, უფროსზე საჩივარი დამეწერა, რადგან ეროვნების გამო შევიწროება მიუღებელია. მე შვებულება დამეწყო, მაგრამ მივედი სამსახურში და ვთხოვე ჩემთვის საჩივრის დაწერის შესაძლებლობის მოცემა, მაგრამ კადრების თანამშრომელმა უბრალოდ დამცინა. მან თქვა, რომ მე ყველაფერს ვაზვიადებ და არავითარი შევიწროება არ ყოფილა, მე ხომ მართლა სხვა ქვეყნიდან ვარ და აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მემუშავა, და პატივი უნდა ვცე ამ ქვეყანას. მე ვერ შევეპასუხე, რადგან გავბრაზდი და გული მომივიდა, ამიტომ უბრალოდ წავედი. ახლა მახსენდება, რომ როდესაც ვეწყობოდი და ამ ქალმა მკითხა, საიდან ვარ, მე ვთქვი Georgia, მას ჯერ ისე გაუხარდა, რადგან იფიქრა, რომ აშშ-დან ვარ, მე დავუწყე ახსნა, მაგრამ მან რაღაცნაირად თავიდან მომიცილა და ჩემ მიმართ უფრო ცივი გახდა. მაშინ ამაზე ყურადღება არც კი მიმიქცევია, სამსახურში ახალი აყვანილი ვიყავი და მიხაროდა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველა ეს ადამიანი აქ, რომელიც მიღიმოდა, სინამდვილეში თვალთმაქცები არიან და არ მთვლიან მათ თანასწორს, ისინი აქ მეფეები არიან და ცოტას ამერიკელებსაც სცემენ პატივს. მალე ჩემი შვებულება დამთავრდება, მომიწევს სამსახურში დაბრუნება და არ ვიცი, რა გავაკეთო. თუ ამას ახლობლებს ვეტყვი, ისინი უბრალოდ სახლში დაბრუნებას მეტყვიან. ალბათ, ასეც ვიზამ.
თანამემამულეს ეხმაურება მარიამ გენალაძე, რომელიც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად: „არავინ არ უყურებს შენს რეზიუმეს ეროვნების პუნქტის იქეთ. ისინი მაშინვე გაგებინებენ, რომ სამსახურს შენ ვერ მიიღებ. აქ შენ ხარ მხოლოდ ადგილობრივების კონკურენტი და, თუ განათლებაც გაქვს, უბრალოდ შეგიზიზღებენ“.
ჩამოსული ქართველები სხვა იმიგრანტებსაც არ მოსწონთ: ”დაგცინებენ და კარგია, თუ ზურგში დანას არ ჩაგიჯენენ“.
„აქ ყოფნა ძალიან დამამცირებელი და საშიშია. ამის შესახებ არავინ გაგაფრთხილებს და, როდესაც ასეთ რამეს ხვდები, ეს უბრალოდ შოკია. მაგრამ ეს საფრანგეთში ყველგანაა. არასდროს არ ჩამოვიდოდი აქ, რომ მცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა“, – ასკვნის მარიამი.
იქნებ, ოკეანის მეორე მხარეს ყველაფერი სხვანაირადაა? სამწუხაროდ, აშშ-ში ჩვენს თანამემამულეებს ასევე ელოდებათ პრობლემები, უპირველს ყოვლისა, მაღალი ფასები.
ცხოვრება განსაკუთრებით რთულია ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს. ხელმისაწვდომი სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობის გამო, ბევრი დედა დგას არჩევანის წინაშე – დატოვოს სამსახური ან მისცეს მთელი ხელფასი ძიძას.
დამატებითი გაკვეთილებიც არ არის ადვილი საქმე. „ბავშვის ნებისმიერ საგანში რეპეტიტორთან მიყვანა კოლოსალური თანხა ჯდება. მაგალითად, ფორტეპიანოს გაკვეთილები საათში საშუალოდ 55-60 დოლარი ღირს“, – ჩივის Salome Tsereteli-Stephens.
სხვა მომხმარებლები წერენ, რომ ამერიკის ქალაქების ქუჩების ჭუჭყით შოკირებულნი იქვნენ. საზოგადოება Georgians in New Jersey-ის მონაწილე და საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ Tamar Ninoshvili ყვება ნიუ-იორკის მეტროში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ: „სადგურები, რომლებიც თავისი ლითონის ბოძებითა და მოყვითალო ფილებით უფრო ბუნკერებს ჰგავს. ვაგონები, რომლებიც გრაფიტითაა დაფარული, ბინძური ბაქნები და ვირთხები, ვირთხები ყველგანაა“.
„ნიუ-იორკი უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თბილისის რკინიგზის სადგური ან სამგორი 90-იან წლებში“, – შეაჯამა მომხმარებელმა Erik Erik-მა ამ პუბლიკაციის კომენტარებში.
„ყველას, ვისაც არ აქვს საქართველოში უპრეცედენტო სიტუაცია, ძალიან არ გირჩევთ, აქ მოხვიდეთ“, – წერს მომხმარებელი Nana Stolpe სხვა პოსტის ქვეშ. ყურს დაუგდებენ თუ არა მის რჩევას ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ჯერ მხოლოდ ფიქრობენ დასავლეთში შესაძლო ემიგრაციის შესახებ?
ბევრი ფიქრობს, რომ იმიგრაცია დაეხმარება მათ პრობლემების გადაწყვეტაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, კარიერული ჰორიზონტების გაფართოებაში, მაგრამ რეალურად ნებისმიერ ქვეყანაში საკმარისი პრობლემებია, ხოლო ზოგიერთ მათგანში ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე გარედან ჩანს.
კომენტარის დატოვება