ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

2-მილიარდიანი ტურიზმი

9 აგვისტო, 2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ისაუბრეს დარგის წლევანდელ რეკორდულ შემოსავლებზე. წინა წლის მონაცემებთან შედარებით წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები 57,9%-ით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობებმა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი მიიზიდა. ეს ბევრად აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც.

აღნიშნულია, რომ 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს, დაახლოებით, 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 75,9%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.