წინა კვირას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ძველი ავარიული შენობების შეცვლის პროგრამის ფარგლებში 35 ოჯახს ვარკეთილის რაიონში ახალი ბინების გასაღები გადასცა. უახლოეს მომავალში ბინა კიდევ 107 ოჯახმა უნდა მიიღოს.
ავარიული შენობების შეცვლის პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის თბილისში 10 ათასი ასეთი სახლია. აღნიშნულია, რომ მაცხოვრებლებმა საცხოვრებელი “თეთრ კარკასში” მიიღეს, ამიტომ მერიის ბიუჯეტიდა თანხები რემონტისთვისაცაა გამოყოფილი.
კომენტარის დატოვება