ჭადრაკის ევროპის სასკოლო ჩემპიონატში ბავშვებმა საქართველოდან 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი დედაქალაქის მერიის ეროვნულ სასახლეში არსებული ვახტანგ ქარსელაძის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელი 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.
ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მოჭადრაკის გამარჯვებით აღფრთოვანება გამოთქვა: “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო, ოქროს მედალი მოეპოვებინა“. გოგონას იოსებ კვირიაშვილია წვრთნის.
კომენტარის დატოვება