ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

8 წლის ქართველი ევროპის ჩემპიონი გახდა

28 მაისი, 2023

ჭადრაკის ევროპის სასკოლო ჩემპიონატში ბავშვებმა საქართველოდან 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი დედაქალაქის მერიის ეროვნულ სასახლეში არსებული ვახტანგ ქარსელაძის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელი 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მოჭადრაკის გამარჯვებით აღფრთოვანება გამოთქვა: “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის.  როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო, ოქროს მედალი მოეპოვებინა“. გოგონას იოსებ კვირიაშვილია წვრთნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.