U-21 ყმაწვილების ევროპის ჩემპიონატისთვის ბათუმსა და ქობულეთში უეფას სტანდარტების ახალი სავარჯიშო და სათადარიგო სტადიონები აშენდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალი სტადიონები აღჭურვეს ბალახის საფარითა და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემებით. საქართველოში გარემონტდა კიდევ რამდენიმე სტადიონი.
სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო.
ჩემპიონატი გაიმართება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში. საქართველოში თამაშები დაგეგმილია სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომენტარის დატოვება