ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

30 მაისი, 2023

3-დან 7 ივნისის ჩათვლით დედაქალაქში თბილისის მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 22 მწერალი 16 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიასა და საქართველოდან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დისკუსიები, პოეზიის საღამოები და შეხვედრები მწერლებთან.

ფესტივალის სტუმრებს შორის არიან ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსი დანიელ ვისერი, ფრანგი პოეტი და დრამატურგი პოლინ პეკო, ამერიკელი აქტივისტი პოეტი ბობ ჰოლმანი, აზერბაიჯანელი მწერალი სალიმ ბაბულაოღლუ, იაპონელი ავტორი კეი ოკამოტო და სხვა დრამატურგები.  ფესტივალის წლევანდელი თემაა „ერთიანი მომავალი“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.