ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აჭარაში ტურისტული ნაკადები 2023 წელს გაიზარდა

3 სექტემბერი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადების თანახმად, ზაფხულის ტურისტულ სეზონში ზღვისპირა ქალაქებსა და მთიან აჭარაში ვიზიტების სტატისტიკა ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დასახული გეგმისა და ამოცანების შესაბამისად მიდის. საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ორ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,6%-ით გაიზარდა.

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში ოთხ მილიონზე მეტი ვიზიტორია მოსალოდნელი.  ამისთვის აჭარაში 45 ახალი ტურისტული ობიექტი დაემატა. მათ შორისაა: ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო ველოსიპედის ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. ასევე გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.