ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აჭარის მთებში გაჩნდება ახალი მულტიფუნქციური ტურისტული სივრცე

5 ივლისი, 2023

საინფორმაციო სააგენტო “ბიზნესპარტნიორის” ინფორმაციის თანახმად, აჭარაში, კვირიკეს მთაზე, გაჩნდება ახალი მულტიფუნქციური ტურისტული სივრცე. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 5 მილიონი ლარი გამოიყო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში “აწარმოე საქართველოში”.

ახალი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი “შალე კვირიკე” მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მეტრ სიმაღლეზე და განლაგებულია 12 კილომეტრში შავი ზღვის სანაპიროდან. სასტუმრო კომპლექსში შედის 20 კოტეჯი, რომლებიც საქართველოს მწვერვალების სახელს ატარებს. გარდა ამისა, კომპლექსში შედის ღვინის მარნები, ვენახები, რესტორანი და ღია საცურაო აუზი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.