ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქში ვენახების 80-90% განადგურდა

19 ივლისი, 2023

კახეთის რეგიონის ქალაქ ყვარელს ამ დღეებში თავს დაატყდა ძლიერ ქარი სეტყვით, რის შედეგადაც ადგილობრივი სასოფლოსამეურნეო მიწები მნიშვნელოვნად დაზიანდა. მევენახეები აცხადებენ, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე განადგურდა ვენახების, დაახლოებით, 80-90%. ქალაქში ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, ყვარელში ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავი მოგლიჯა და მრავალწლოვანი ხეები ფესვებიანათ ამოაგდო და ამით მარჯანიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდა. ძლიერი წვიმის გამო კი დაიტბორა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი. უამინდობის შედეგად ასევე დაზარალდა ლაგოდეხის რაიონიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.