პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიწყო ცვლილებების ინიციირება, რომლის მიხედვითაც აგრო– და ღვინის ტურიზმის მიმართულებით საქართველოში საგადასახადო შეღავათებს შემოიტანენ. შესაბამისი შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 ათას ლარს.
დაგეგმილი პროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება იმ პირების შემოსავლები და ხელფასები, რომლებიც აგროტურიზმით ან ღვინის ტურიზმით შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან ათი კალენდარული წლის განმავლობაშია დაკავებული. კანონპროექტის ძალაში შესვლა 2025 წლის 1 ივლისს იგეგმება.
კომენტარის დატოვება