ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

საქართველოს მთავრობა დემოგრაფიას მიხედავს

27 ივნისი, 2023

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობაში გაიმართა დემოგრაფიულ საკითხთა განხილვის საბჭოს სხდომა. მინისტრთა მოადგილეებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა უახლოეს მომავალში ქვეყანაში დემოგრაფიული კურსის გაუმჯობესების ღონისძიებათა პაკეტი წარსდგენა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას სიტყვებით, ღონისძიებათა პაკეტი ორიენტირებული იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე და მასში იქნება კონკრეტული რეკომენდაციები პროგრამებისთვის სხვადასხვა სფეროში დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებისთვის. ამ მიმართულებით განხილული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.