ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აივ ინფექციით დაავადებულთა სტატისტიკა

1 სექტემბერი, 2023

ინფექციური პათოლოგიის, შიდსი-სა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან საქართველოში აივ ინფიცირების, დაახლოებით, 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული მოქალაქე, 7 604 მამაკაცი და 2 566 ქალი, ინფიცირებულთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. ამჟამად ანტივირუსულ მკურნალობა 6 284 ადამიანი გადის, მათ შორის, 41 ბავშვი.

აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს – 3 830 ადამიანი. სამეგრელოში დარეგისტრირებულია 1 301 დაავადებული, იმერეთში – 1 227, აჭარაში – 1 211, კახეთში – 498.

სულ ქვეყანაში ცხოვრობს 129 აივ ინფიცირებული ბავშვი, 76 ბიჭი და 53 გოგონა.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიარონ აივ/შიდსი-ს ტესტი და მიიღონ კონსულტაცია სრულიად უფასოდ და ანონიმურად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.