ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი

1 მარტი, 2024

1 მარტს იწყება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიება – ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი.

ღონისძიება სოჭში გაიმართება და ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს ბიზნესის, მედიის, საერთაშორისო თანამშრომლობის, კულტურის, მეცნიერების, განათლების, მოხალისეობის, ქველმოქმედებისა და სპორტის 20 ათას ახალგაზრდა ლიდერს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

ჩვენს ქვეყანას ფესტივალზე 40 ადამიანი წარადგენს – ესენი არიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ახალგაზრდა ლიდერები, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები სპორტულ აკრობატიკაში და სპორტის ოსტატის კანდიდატები, რომლებმაც უკვე ახალგაზრდობაში მიაღწიეს წარმატებას.

ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი და წიგნის ავტორი რფ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ქართულ ენაზე არჩილ სიხარულიძე. ეს გამოცემა გამოიყენება ჩვენს უნივერსიტეტებში, როგორც დამატებითი ლიტერატურა.

„სოჭის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ღონისძიებაა, აქტუალური პრობლემების განხილვისა და მშვიდობის მიღწევის პლატფორმა“, – ხაზგასმით აღნიშნა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.