“საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში უკვე მესამე წელია, სიკვდილიანობა შობადობას აღემატება. 2023 წელს ქვეყანაში, დაახლოებით, 40,2 ათასი ბავშვი დაიბადა, 42,8 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა. ნამატი დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ყველაზე დიდი სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის დაფიქსირდა იმერეთში – 2,1 ათასი ადამიანი.
ჯამში, 2022 წელთან შედარებით შობადობა 5%-ით შემცირდა. წინა წელს დაბადებული 40 214 ბავშვიდან 21 010 ბიჭი იყო, 19 204 კი – გოგო. შობადობის მაჩვენებლით ლიდერი თბილისი გახდა, სადაც 13 697 ბავშვი დაიბადა. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში კი მხოლოდ 226 ბავშვი დაიბადა. დედის საშუალო ასაკმა პირველი შვილის დაბადებისას 26,7 წელი შეადგინა.
კომენტარის დატოვება