ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ამოქმედდა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ

23 იანვარი, 2024

საქართველოში წლის დასაწყისიდან ამოქმედდა კანონი “ელექტრონული კომერციის შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ონლაინ სავაჭრო ინტერნეტ პლატფორმების მეშვეობით მომსახურების მიწოდების დარღვევის პრევენციას. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონისგან განსხვავებით, ახალი კანონის მიხედვით, მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

ახალი კანონის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებამდე მიაწოდოს მომსახურების მიმღებს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, კომპანიის სახელი, იურიდიული ფორმა, საკონტაქტო ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ. დარღვევების შემთხვევაში მომსახურების მიმღებებს შეუძლიათ, მიმართონ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ტელეფონით (+995) 598 05 4422 ან ელექტრონული ფოსტით consumer@gnca.gov.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.