USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 3.00 | +0.01% |
15–17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ექსპერტები, მათ შორის, საქართველოდან.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვლადიმერ პუტინი ხელახლა აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად ექვსი წლით. საარჩევნო კომისიების ოქმების 100%-ის დამუშავების შედეგად მას მხარი მოქალაქეთა 87,28%-მა დაუჭირა. არჩევნებზე დასწრებამ რეკორდი მოხსნა: ხმის მიცემის უფლება რუსების 77%-ზე მეტმა გამოიყენა.
სამივე დღის განმავლობაში რუსეთის ქალაქების საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ექსპერტები, მათ შორის, ჩვენი ხუთი თანამემამულე.
რუსეთის დედაქალაქის უბნებზე პროცესს აკვირდებოდა ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძე. მისი თქმით, არჩევნები სამართლიანად და ღიად ჩატარდა.
„მოსკოვში, ყველა საარჩევნო უბანზე, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ, ხელსაყრელ გარემოში. ამომრჩევლებს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რათა მიეცათ ხმა ამა თუ იმ კანდიდატისთვის“, – აღნიშნა ექსპერტმა.
უცხოელი სპეციალისტებისთვის შექმნილი იყო ყველა სამუშაო პირობა. საარჩევნო კომისიებმა მისცეს წვდომა ყველა საბუთზე, აუხსნეს, თუ როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, და უამბეს რუსეთის საარჩევნო სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ.
„ყველა შემოღებული საარჩევნო სერვისი ხდის პროცედურას უფრო ხელმისაწვდომს როგორც ხმის მიმცემი ადამიანებისთვის, ისე უბნების საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია და ეს სიახლეები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ბევრად წინ წავიდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხარისხით“, – ხაზგასმით აღნიშნა კაპანაძემ.
ე. მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ იმ უბნებზე, სადაც ის მუშაობდა, მასმედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ: „შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა იმ უბანზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, იყო ამა თუ იმ მასმედიის წარმომადგენელი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, თვალყური ედევნა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მსვლელობას“.
კომენტარის დატოვება