ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში: ურთიერთობების გადატვირთვა თუ დიპლომატიური ზამთარი?

7 დეკემბერი, 2022

თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში არსებითი აცივება შეიმჩნევა. მიზეზი საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დიგნანის ტლანქ ქმედებებშია. კიდევ ორი წლის წინ თანამდებობის დაკავებისას დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოს მახლობლად ბინადრობს „მტრული მეზობელი“ რუსეთის სახით და ის ყოველ ღონეს იხმარს თბილისთან ურთიერთობების გასამყარებლად დემოკრატიის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების დარგში. ამ პასაჟის პირველ პუნქტსვე შეუძლია გაღიზიანების გამოწვევა საყოფაცხოვრებო დონეზე: ასწავლო ქართულ ერს ვაჭრობა დაახლოებით იგივეა, რაც ავარჯიშო მეღვინეობისა და სადღეგრძელოების ხელოვნებაში. არანაკლები კითხვა ჩნდება უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამერიკა საკმაოდ აშკარად ამბობს რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობის შესახებ.

მილიარდები არსაით?

მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის სსრკ-ის დაშლის შემდეგ მაშინვე დაიწყო. მიზეზი გასაგებია: რეგიონალური ლანდშაფტის რეფორმირების ფონზე თანამშრომლობა მსოფლიოს მთავარ სახელმწიფოსთან სავსებით ლოგიკურია. თუმცა შეცდომა იქნება, თუ ჩავთვლით, რომ ამ პერსპექტივის რეალიზება სრულად მოხდა. რა თქმა უნდა, გარკვეული პროექტები ამოქმედდა. მაგალითად, სამხრეთი კავკასიის აირსადენი, რომელიც აირს აზერბაიჯანიდან ევროპაში რუსეთისა და უკრაინის გაუვლელად აწვდის. ამასთან ერთად აშშ არც კი შევიდა საქართველოს საგარეო ეკონომიკის უმსხვილეს პარტნიორთა სამეულშიც კი.

საერთო ჯამში, კელი დიგნანის მონაცემებით, 30 წლის განმავლობაში შტატებმა საქართველოს $6 მლრდ გადაურიცხა. „ხალხის ძალა“-ს ლიდერების ანგარიშით, რეალურად გამოყოფილი იყო $4,5 მლრდ, თვით საქართველომდე კი კიდევ $1 მლრდ-ზე ნაკლები მოვიდა. ამასთანავე ამ შენატანების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მოვიდა.

„ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი – 700 მილიონ დოლარზე მეტი – არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება“ – თვლიან ქართული პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი.

ამასთან ერთად მხოლოდ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველომ მიიღო $2,4 მლრდ ფულადი გზავნილებიდან, ტურიზმისა და რუსეთიდან საქონლის ექსპორტიდან. შესაბამისი რიცხვები Transparency International Georgia-ს მიერ იყო გამოქვეყნებული. ეს 2-ჯერ მეტია, ვიდრე დოტაციები აშშ-დან ბოლო 10 წლის განმავლობაში. სწორედ ამ მოდინების წყალობით სსფ-მ დააკორექტირა ქვეყნის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 10%-მდე – საარაკო მაჩვენებლამდე საერთო რეცესიისა და ევროზონის ეკონომიკის დაცემის ფონზე.

ამ კონტექსტში დიპლომატის განცხადებები იმის შესახებ, თუ ვისთან არ უნდა იმეგობროს საქართველომ და ვინ აფინანსებს მას ისე, რომ ამ ფულის გარეშე თავს ვერ გაართმევს, თუ სასაცილოდ არ გამოიყურება, რამდენადმე მოწყვეტილია რეალობას.

და მაინც არა ამერიკელი ელჩის ტრაბახი და ფინანსირების გამოლეული ნაკადი გახდა კრიტიკის მიზეზი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. სინამდვილეში ქართულმა მხარემ გაახმოვნა ის, რაზეც ჩვეულებრივ არ საუბრობენ, კონკრეტულად კი გარკვეული დაღლილობა იმისგან, რომ ქართველი ერის სწრაფვა ევროინტეგრაციისა და ადამიანის თავისუფლებების დაცვისკენ დასავლეთთან გაჭიანურებულ მოლაპარაკებებში ხურდა ფულად შეტრიალდა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის დამორჩილებას ცდილობს.

„შტატები რუსეთთან ომისკენ გვიბიძგებს “

საქართველო 10 წელზე მეტი მიდიოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შესაბამის შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2014-ში მოეწერა, შემდეგ წელს გაფორმდა მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება საქართველოში საბუთში გაწერილი ყველა მოთხოვნა.

როდესაც უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, თბილისმა კიევის შემდეგვე შეიტანა განაცხადი ევროპის კავშირში შესვლაზე. შედეგად უკრაინელებს პროცედურის დაჩქარებული ტემპით ჩატარება დაჰპირდნენ, ქართველებს კი უარი უთხრეს საბაბით, რომ საჭიროა 12 მოთხოვნის შესრულება. მათ შორის – ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის კარდინალური რეფორმირება, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა, საარჩევნო კანონის სრულყოფა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უმცირესობათა და მოწყვლად ჯგუფთა დაცვა, გენდერული თანასწორობის გამყარება, სამოქალაქო სექტორის ჩართვა გადაწყვეტილებების ყველა დონეზე მიღების პროცესში და ზოგი სხვა. რბილად რომ ვთქვათ, არა ის კითხვები, რომლებიც ერთ კვირაში გვარდება.

მაშინვე, ივლისში, „ხალხის ძალა“-ს წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ელჩი დეგნანი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“-ს დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს (რაც სახასიათოა, ასევე ოლიგარქს, რომელიც, ევროკომისიის რჩევით, ქვეყანამ როგორღაც უნდა მოიშოროს) შეხვდა და „მისგან რაღაცას ითხოვდა“.

საერთო აზრით, ეს მოთხოვნები ეხებოდა ანტირუსული პოზიციის დაკავების აუცილებლობასა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. თვით დეგნანმა ეს წინადადება უარყო. ცოტა მოგვიანებით ხუნდაძემ პარტიელებთან ერთად ღიად განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატი ეთამაშება ყველაზე მარგინალურ საზოგადოებრივ მუშაკებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ავტორიტეტი მოსახლეობას შორის, მაგრამ უყვართ აზრის გამოთქმა თემაზე „რუსეთი, როგორც ქართული ხალხის მთავარი მტერი“.

ეს თემა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა თეთრი სახლის პრესმდივანს ნედ პრაისს წერილში წამოუწია. „დეგნანი საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს“, – ხაზი გაუსვა მან. ამერიკულმა მხარემ ამ ბრალდებებს „კონსპიროლოგიური თეორიები“ უწოდა.

არაამერიკული რეფორმები

შემდეგი შებრკოლების ლოდი საარჩევნო სისტემის რეფორმაა. აგვისტოში მმართველმა პარტიამ უარი თქვა, ჩაერთო სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ახსნით, რომ ეს „ნეიტრალიტეტის დაკარგვის მოტივებითაა“ გაკეთებული. ამერიკული საელჩო დაჟინებით ითხოვდა ISFED-ს ექსპერტების მონაწილეობას და ასაბუთებდა ამას იმით, რომ მათ გარეშე რეფორმის ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამაზე დეპუტატებმა კოლექტიური წერილი დაწერეს, სადაც შეახსენეს, რომ 2020 წელს ISFED საქართველოს არჩევნების გაყალბებაში გამოტყდა.

„ISFED-ის გამოქომაგებით, აშშ-ს საელჩო „ქართული ოცნება“-ს პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში მეორე ფრონტის გასახსნელად, „ქართული ოცნება“ და საზოგადოება კი ამას თავისუფლად უნდა შეურიგდეს“, – აღნიშნეს დეპუტატებმა.

მსგავსი მკვახე ლაპარაკი საჯარო არეზე მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გაგრძელდა. მიზეზი მარტივია: საქართველო რჩება ერთ-ერთი იმ ქვეყანათა შორის, რომელიც აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, და მის ინტერესებში, დიდი ალბათობით, არ შედის რუსეთთან კონფრონტაცია.

დღეს საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ აპირებს მოსკოვთან სანქციურ ომში ჩაბმას, რომელიც ეკონომიკის ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა. თუ გავითვალისწინებთ ბაქოდან აირსადენის არსებობას, რუსეთთან პოტენციური პარლამენტიორის პოზიციას სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში და რიგ სხვა უპირატესობებს, საქართველო დასავლეთისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება იმისთვის, რომ მოეპყროს როგორც მეორეხარისხოვან რეგიონალურ ქვეყანას. და ბოლო თვეების განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები ნათლად აჩვენებენ, რომ აღარ აპირებენ აგდებული დამოკიდებულების მოთმენას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.